13, დეკემბერი 2017 14:07:00
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის ორი მოადგილის პოსტი ამ დრომდე ვაკანტურია. პირველ მოადგილედ ჯუმბერ ვარდმანიძემ ზვიად ხალვაში ერთი კვირის წინ დანიშნა, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას ნადიმ ვარშანიძის გამგებლობის პერიოდშიც იკავებდა. როდის შეივსება 2 ვაკანტური პოსტი, რატომ გაჭიანურდა პროცესი? - ჯუმბერ ვარდმანიძეს კონკრეტული პასუხი არ აქვს. თუმცა ამბობს, რომ კონსულტაციებს განაგრძობს. დაიკავებს თუ არა ყოფილი გამგებლის კიდევ ერთი მოადგილე მინდია ბასილაძე პოზიციას ხელახლა - მერი განმარტებებს არ აკეთებს.